საფრანგეთში კომენდანტის საათი დაწესდება – ოთხი კვირის განმავლობაში

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და რამდენიმე ქალაქში, 17 ოქტომბრიდან, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება.

-„კომენდანტის საათი ოთხი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში. მეორე მკაცრი კარანტინის გამოცხადება არაპროპორციული იქნება. აუცილებელია, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 20 000-დან 2-3 ათასამდე შემცირდეს, ჯანდაცვის სისტემამ კორონავირუსთან გამკლავება რომ შეძლოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ.

კომენტარები