საფრანგეთში, კომენდანტის საათი კიდევ 38 რეგიონში გამოცხადდა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 42 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 162 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საერთო ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში ვირუსით 999 043 ინფიცირებული აღრიცხეს. სულ გარდაიცვალა 34 210 პაციენტი.
საფრანგეთის ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო კომენდანტის საათი კიდევ 38 რეგიონში გამოაცხადა.
შეზღუდვები 46 მილიონ ადამიანს შეეხება. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლას აუკრძალავენ. კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 135 ევრო იქნება.
საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის 957 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხულია. სულ გარდაიცვალა 34 000 პაციენტი.