საფრანგეთში კორონავირუსის გამო დახურეს პოლიციის განყოფილება, ბრიტანეთში – ბიზნეს-ცენტრი, ხოლო გერმანიაში – სამხედრო ბაზა

ჩინეთის ქალაქ უხანში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირებული ახალი ტიპის კორონავირუსის გამო მსოფლიოს სულ უფრო მეტ ნაწილს ემუქრება საფრთხე. თუმცა ბევრგან შიში უსაფუძვლოა.
მაგალითად, პარიზის ერთ-ერთ რაიონში პანიკა ატყდა მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებში შევიდა ორი სამხრეთ კორეელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ სჭირთ კორონავირუსი. BFMTV-ის ინფორმაციით, ვირუსი მათ ორგანიზმში მოხვდა იტალიაში მგზავრობისას.
კომისარიატი დაიხურა. იქ მიმდინარეობს დიაგნოსტიკა და დეზინფექცია.
ამ დროს ლონდონში სასწრაფოდ დახურეს ბიზნეს-ცენტრი, სადაც მდებარეობს ენერგოკომპანის Chevron-ის ფილიალი. ოფისებიდან ევაკუირებულია პერსონალი, სულ 300 ადამიანი. მედიის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა განაპირობა იმან, რომ ოფისის თანამშრომელს, რომელიც ახალი დაბრუნებულია საზღვარგარეთიდან, აღმოაჩნდა კრონავირუსის გამომწვევი ნიშნების მიმსგავსებული სიმპტომები.
მთლიანად ბრიტანეთში დაზღვევის მიზნით ხურავენ სკოლებს.
გერმანიაში ახალი დაავადება გამოუვლინეს ერთ-ერთ ჯარისკაცს, რომელიც კიოლნის ბაზაზე მსახურობდა. მიმდებარე კვართლები მაშინვე დაიბლოკა, წერს სტატიაში Bild.
სამხედრო მოსამსხურე უაღესად მძიმე მდგომარეობაშია. ის შეიძლება დაინფიცირდა თანამემამულესთან კონტაქტის დროს.
მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, პანიკაა. ბევრი ქვეყანა მიმართავს ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ასე მაგალითად, აფხაზეთში ეზღუდეს უცხოელების შესვლა, გარდა რუსეთის მოქალაქეებისა.
პირველი დაავადებული გამოვლინდა საბერძნეთში, რუმინეთში, პაკისტანში, კორონავირუსმა შეაღწია სამხრეთ ამერიკაში. კორონავირუსის გამო ლიტვაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

წყარო: rosbalt.ru

კომენტარები