„საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია უარესდება“
-„სამწუხაროდ, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია უარესდება. ყოველდღიურად კორონავირუსის ორი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება.სამი კვირის წინ ეს მაჩვენებელი დღეში ათას შემთხვევას შეადგენდა. მიმდინარე კვირას ახალ საგანგაშო ნიშნულ მივაღწიეთ, – ასი ათას მოსახლეზე ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმარომ.
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო პარიზი და მარსელი კვლავ „წითელ ზონად“ გამოაცხადეს.
ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი უფლებამოსილება ექნება, კორონავიურუსის ხელახლა გავრცლების საწინააღმედგო ზომები რომ მიიღონ.
ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცლებს.
კანონის მიხედვით, „წითელი ზონად“ გამოცხადებულ რაიონებში მოქალაქეთა ავტომობილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, ტურისტული მოგზაუროებები იზღუდება. ასევე დამატებითი მოთხოვნები დაწესდება რესტორნებისთვის და სხვა ბიზნესებისთვის.
პარიზსა და მარსელში საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულოა. საფრანეგთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა 2500-ს გადააჭარბა.