„საფრანგეთში მოსახლეობის ვაქცინაციის  პროცესი დაჩქარდება“- ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანიის ჩავარდნა აღიარა

საფრანგეთში მოსახლეობის ვაქცინაციის  პროცესი დაჩქარდება. საფრანგეთში ვაქცინაციის კამპანია ეროვნული პრიორიტეტია.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

-„საკმარისად სწრაფად და მტკიცედ არ ვიმოქმედეთ, საკმარისი ამბიცია არ გვქონდა. უნდა გვეთქვა: „ეს შესაძლებელია, მოდით, გავაკეთოთ ეს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მაგალითი  ყველა ჩვენგანისთვის. არავინ ელოდა,  ვაქცინების წარმოება ასე სწრაფად თუ მოხდებოდა. ყველა ექსპერტი ამბობს, კაცობრიობის ისტორიაში ვაქცინა ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში არასოდეს  შექმნილა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

კომენტარები