საფრანგეთში საბავშვო ბაღები, სკოლები და ლიცეუმები სამი კვირით დაიხურება

კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, საფრანგეთში შეზღუდვები მკაცრდება. მკაცრი შეზღუდვები,  აქამდე საფრანგეთის 19 დეპარტამენტში მოქმედებდა, 3 აპრილიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა:

-„საბავშვო ბაღები, სკოლები და ლიცეუმები სამი კვირით დაიხურება. ხელისუფლება ასევე გაამკაცრებს კონტროლსა და სანქციებს,  შეზღუდვების მოქმედების პერიოდში არ დაიშვება არაკანონიერი მასობრივი შეკრებები.“

დახურული იქნება მაღაზიები. აღნიშნული შეზღუდვა სასურსათო მაღაზიებზე არ გავრცელდება. აიკრძალება გადაადგილება დეპარტამენტებს შორის.

კომენტარები