საფრანგეთში სკოლების გახსნის შემდეგ, 70 მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა

საფრანგეთში, მას შემდეგ რაც სწავლა აღდგა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 70 მოსწავლეს დაუდგინდა. ამ ინფორმაციას Radio France International-ი ქვეყნებს. ვირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში  რამდენიმე სკოლა კვლავ დაიხურა.

რადიოსთან ინტერვიუში ეს ფაქტი დაადასტურა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა:

„სკოლების ხელახლა დახურვა ნიშნავს, რომ „მთავრობა მკაცრად რეაგირებს“. სკოლაში არ წასვლა უფრო ცუდი შედეგებით შეიძლება დასრულდეს“.

11 მაისს საფრანგეთში სასწავლო დაწესებულებების ნაწილი ხელახლა გაიხსნა. დაახლოებით 1,4 მილიონი ბავშვი ქვეყნის მასშტაბით ბაღებსა და სკოლებში დაბრუნდა.

კომენტარები