საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” აქციების დაწყებიდან 2 – წლისთავი, აღნიშნეს

ამ დღესათან დაკავშირებით მცირედი მსვლელობებიც მოეწყო, მართალია მშვიდობიანი, თუმცა პოლიციამ მაინც გამოიყენა ქალაქ ლილში გამართული მსვლელობის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, იმის დემონსტრირებისთვის, რომ მორიგი არეულობის შემთხვევაში ძალოვნების მხრიდან მკაცრი პასუხი იქნება გაცემული.
საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” აქციებს 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
4 000 – ადამიანზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, მათშორის როგორიცაა კიდურების და თვალების დაკარგვა.

წელს ყვითელი ჟილეტების აქცია აღარ გამართულა, რადგან აქციის არაფორმალურმა ლიდერებმა გადაწყვიტეს მონაწილეობა მიეღოთ ევროპარლამენტის არჩევნებში.

ყვითელი ჟილეტიანებს გასულ წელს ფრანგი მოსახლეობის 85% – იანი მხარდაჭერა ჰქონდათ წელს კი ეს რიცხვი განახევრებულია.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საპროტესტო მოძრაობის შესუსტებაში პანდემიამ და საკარანტინო შეზღუდვებმა, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებამ
გაზაფხულიდან დააწესა.

საფრანგეთში ისევ იგეგმება მსვლელობები, რომლებიც დიდი ალბათობით მშვიდობიენ ფორმებს არ გასცდება.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები