საფრანგეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ასობით სკოლა და საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

 

საფრანგეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ასობით სკოლა და საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. მხოლოდ პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, ესონას დეპარტამენტში 56 სკოლა დაიხურა.

რამდენიმე ათეული სასწავლებელი შეწყვეტს ფუნქციონირებას სენა დამარნას, ასევე ვალ-დე-მარნის დეპარტამენტებში.

სკოლების დახურვასთან ერთად, საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პარიზელ მძღოლებს ავტოსადგომებზე ავტომობილებს უფასოდ გააჩერებინებენ, რათა მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ და მაღალი ტემპერატურის პარალელურად ქალაქში ჰაერი არ დაბინძურდეს.

როგორც ევროპის მეტეოროლოგიურმა სამსახურებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, მომდევნო დღეებში ევროპაში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. მათ შორის არის საფრანგეთიც, სადაც ჰაერი 40 გრადუსამდე გათბება. ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში კი, ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ტალღაში მოყვება გერმანია, იტალია და შვეიცარიაც.

წყარო: 1tv

კომენტარები