საფრანგეთში 200 000 იხვი მოკლეს – ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება

საფრანგეთში 200 000 იხვი მოკლეს.  ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქების გამო, ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კიდევ 400 000 იხვის განადგურება იგეგემება. ამ ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება პროფილაქტიკური ღონისძიებაა,  ვირუსის ადამიანებზე გადაცემის რისკი რომ შემცირდეს.

1-ლი იანვრის შემდეგ, ფრინველებში გრიპის უკვე 61 შემთხვევა გამოავლინეს, 48 ლანდის დეპარტამენტში დაფიქსირდა. გასულ კვირაში, ფრინველის გრიპის შემთხვევები გამოვლინდა გერმანიის ორ ფერმაშიც.

2016-2017 წლებში, საფრანგეთში, ფრინველების გრიპის ეპიდაფეთქების გამო, 6 მილიონამდე იხვი მოკლეს.

ფრინველის გრიპი იშვიათ შემთხვევებში,  ადამიანზეც ახდენს გავლენას.  უკანასკნელ წლებში, ორი სახის გრიპმა გამოიწვია დიდი შეშფოთება: H5N1 (1997 წლიდან) და H7N9 (2013 წლიდან).

ვირუსი ადვილად არ აინფიცირებს ადამიანებს,  მსოფლიოში რამდენიმე უკვე დაავადდა, ზოგ შემთხვევაში, ეს გარდაცვალებითაც დასრულდა.

კომენტარები