საფრანგეთში 2022 – წელს საპრეზიდენტო არჩევნებია

 

საფრანგეთში მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის „რესპუბლიკელების“ პრაიმერი დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც წარდგენილი იქნება რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მთავარი კონკურენტი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში . Le Point.

თუ 3 დეკემბრამდე ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების 50%, მაშინ გამოცხადდება მეორე ტური, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართება.

შიდაპარტიულ არჩევნებში, მონაწილეობას იღებენ, ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მიშელ ბარნიე.
ოტ-დე-ფრანსის რეგიონის რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტი ქსავიერ ბერტრანი და ეროვნული ასამბლეის დეპუტატი ერიკ ჩიოტი, ასევე ყოფილი ევროპარლამენტარი ფილიპ იუვენი.

ამასთან, გამოკითხვების მიხედვით, გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს ქსავიერ ბერტრანია.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2022 წლის 10 აპრილს გაიმართება. არჩევნებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ, ულტრამემარჯვენე “ნაციონალური ასოციაციის” ხელმძღვანელი მარინ ლე პენი, მემარცხენე პარტია “დაუპყრობელი საფრანგეთის” ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი, ცენტრისტული “მოდით წინააღმდეგობა გავუწიოთ!” ჟან ლასალი, პარიზის მერი სოციალისტური პარტიიდან ანა იდალგო, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე ფაბიენ რუსელი. ამ დრომდე საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს არჩევნებში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. ამასთან, გამოკითხვების მიხედვით, მეორე ტურში მოხვედრის შემთხვევაში, მოქმედ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები