საფრანგეთში, Delpharm-ის ფაბრიკაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დაფასოების ხაზი ამოქმედდა

საფრანგეთში, Delpharm-ის ფაბრიკაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დაფასოების ხაზი ამოქმედდა. ამ ინფორმაციას Medical Xpress ავრცელებს.

თუ ის ხარისხის ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს, მისი კომერციული წარმოება დაიწყება. ვაქცინა არა მხოლოდ საფრანგეთისთვის, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვისაც იქნება განკუთვნილი.

6 აპრილს, საფრანგეთის მრეწველობის მინისტრმა განაცხადა, – 2021 წლის ბოლოსთვის რესპუბლიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 250 ათასი დოზის წარმოება იგეგმება.

კომენტარები