საფრთხის ჩანასახშივე მოსპობა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა.

სოსო მანჯავიძე თბილისი პრაიდის დღევანდელ განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება:

“ე.წ. ლგბტქ პრაიდის ჩატარების დაანონსება დღევანდელ ვითარებაში არის სამოქალაქო არეულობისკენ გადადგმული ნაბიჯი,ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. საგულისხმოა,რომ “პრაიდის” ორგანიზატორები უშუალოდ მონაწილეობდნენ 20 ივლისის მოვლენებში,რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. შესაბამისად, შსს-ს აქვს სრული საფუძველი დაკითხოს აქციის ორგანიზატორები და, თუ მათი განზრახვები არის საფრთხის შემცველი სამოქალაქო მშვიდობისათვის, დააკავოს ისინი. ეს გაცილებით ნაკლებ ზიანს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე ხალხის სამართლიანი რისხვა, რომელიც პირველ რიგში, ხელისუფლებისკენ იქნება მიმართული. პრევენცია, საფრთხის ჩანასახშივე მოსპობა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. ამიტომ იმოქმედეთ, სანამ გვიანი არ არის.”  – წერს სოსო მანჯავიძე

კომენტარები