„საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს დემოკრატია. დღევანდეელი გადაწყვეტილებით საქართველომ საზოგადოებას და პარტნიორებს“ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკავაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ  ბრიფინგი გამართა. 

-„დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა უმრავლესობით კენჭისყრაზე დაადასტურეს, არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენს მიერ აღებული დემოკრატიული ვადლებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დღევანდეელი გადაწყვეტილებით საქართველომ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს თავისი დემოკრატია. 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს ძალისხმევისთვის. მადლობა გადავუხადო პარლამენტის ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ მუშაობას საარჩევნო კოდექსზე, უახლოესი 10 დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი ასევე მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეფუძნება ეუთოს ოფისის, ადანიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს. ამით ხელისუფლება სრულად შეასრულებს მის მიერ აღებულ პირობას და უზრუნვეყოფს დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკავაძემ.

117 ხმით საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. წინააღმდეგი იყო 3 დეპუტატი.  კენჭისყრაზე რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმი“ გულისხმობს, პარტიას, რომელიც პროპორციული სისტემით ხმების 40%-ზე მეტს ვერ მოიპოვებს, საპარლამენტო უმრავლესობის მიღების საშუალება არ ექნება.

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, „ნაციონალური მოძრაობამ“ და „ევროპული საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, თუ ასეთი იქნება, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ბლოკებზე.

პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.

„აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“, – წერია კანონპროექტში.

კომენტარები