საქართველოსა და თურქეთის გავლით იტალიამ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღება
16
საქართველოსა და თურქეთის გავლით იტალიამ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღება დაიწყო.
– „ტრანს-ადრიატიკული მილსადენი“ ბუნებრივ აირს უკვე ატარებს, „სამხრეთის გაზის კორიდორი“ სრულად ამუშავდა“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
2020 წლის 31 დეკემბერს, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში „ტრანს-ადრიატიკის“ გაზსადენით დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი გაზის ექსპორტირება ევროპულ ბაზარზე მილსადენებით განახორციელა. წერს აზერბაიჯანული მედია.