„საქართველოსთვის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯია“- გენერალი ბენ ჰოჯესი ნიკა მელიას დაკავების შესახებ

-„საქართველოსთვის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯია. ადამიანები, რომლებიც აქედან სარგებელს იღებენ, მხოლოდ კრემლში არიან და არის ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. ქართველებისთვის ამაში სასიკეთო არაფერია. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ბაიდენი ამასთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას გამოავლენს. კრემლი უყურებს“, – წერს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი  „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები