საქართველოს აქვს შანსი იბრძოლოს 2025 წლის ფესტივალისთვის

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა გაიმართა.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა  ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში უნდა წარადგინოს განაცხადი 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად.

საქართველოს აქვს შანსი იბრძოლოს 2025 წლის ფესტივალისთვის. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება შესაბამისი განაცხადის წარდგენა.

კომიტეტის სხდომას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები