“საქართველოს ბატონ-პატრონი პატარა ცახესი დიდი გაიძვერა და ეშმაკი კი არის, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს წამოაყრანტელებს, რომ მის ბანდიტურ ზრახვებს გამოამზეურებს ხოლმე.”-დოდონა კიზირია:

 

ნაციონური მოძრაობის წევრი და აქტივისტი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში წერს-

“საქართველოს ბატონ-პატრონი პატარა ცახესი დიდი გაიძვერა და ეშმაკი კი არის, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს წამოაყრანტელებს, რომ მის ბანდიტურ ზრახვებს გამოამზეურებს ხოლმე. აქედან ორი რამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ერთხელ, მისი მბრძანებლობის დასაწყისში ვიღაცას ინტერვიუს აძლევდა და კმაყოფილი ქირქილით სთქვა, ყველა გამოვიყენეო.

მეორე მისი „აღსარება“ განსაკუთრებით ცინიკური და შეურაცხმყოფელი იყო, თუმცა ვერ ვამჩნევ, რომ ამით საქართელოში ვინმეს შეურაცხყოფილად ეგრძნო თავი: „ქველმოქმედება ჩემი ყველაზე სარფიანი ბიზნისი იყო ამაზე დიდი მარჟი (ე.ი. მოგება) არაფერში მიმიღიაო.“

მოდით, გავხსნათ ფრჩხილები: მის მიერ ეკლესიების აღდგენა-აშენება, სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების (თეატრი, ოპერა, და სხვა) გარემონტება და, რაც მთავარია, ჩვენი ეგრეთწოდებული „შემოქმედებითი ინტელიგენციის“ (ითარგმნება – პრივილიგენციის) დაპურება მის მიერ გაცემული სტიპენდიით ამ სულით და ხორცით მახინჯი არსებისთვის არის არა ქველმოქმედება, არამედ ბიზნესი. თან ყველაზე მომგებიანი ბიზნესი, რადგან ამით მან მთელი საქართველო დაისაკუთრა:

სადაც უნდა ხეებს ამოთხრის, მათი გადატანისთვის მატარებელს გააჩერებს, ასობით სხვა ხეს გადაჭრის – ფეხებზე ჰკიდია, თუ ამას ეკოლოგიური კატასტროფა მოყვება.

სადაც უნდა ბეტონის ურჩხულებს ჩადგამს – ფეხებზე ჰკიდია, თუ ამით ქუჩებში საცობები იქმნება და ჰაერი ბინძურდება.

სადაც უნდა კაშხალებს ააშენებს – ფეხებზე ჰკიდია, თუ ამით სოფლები დაიტბორება და ხალხს საცხოვრებელი ადგილი არ დარჩება.

ბევრი „სადაც უნდა… „ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, არა?

აი, ასე იყიდა ეკლესია
იყიდა ბიზნისები და ბიზნისმენები
გიყიდათ თქვენ – მსახიობებო, რეჟისორებო, პოეტებო, მწერლებო,
აუუუუუუუუუუუუუუუუუუ!!!! გესმით?!?!?
თქვენ კაპიკებად გაყიდეთ თქვენი სული!!!!!!!!!!!!

მაგრამ როგორც ბიბლიაშია ნათქვამი – ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.”-წერს დოდონა კიზირია

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები