„საქართველოს ბევრი პოტენციალი აქვს, ამიტომ უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში“

საქართველოს პრეზიდენტი პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო სადილზე უმასპინძლა ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს.

სალომე ზურაბიშვილმა წამყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო, ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურობაზე ისაუბრა.

იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის, ტადაში შიმურას განცხადებით, საქართველოს ბევრი პოტენციალი აქვს, ამიტომ უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში.

ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში. გასულ წელს ჩვენ გვქონდა საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის ღონისძიება. ამ ხედვიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და იაპონია-საქართველოს შორის ტურისტულ ურთიერთობებს“.

პრეზიდენტმა სადილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა და ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

კომენტარები