„საქართველოს ევროსაბჭოში თავმჯდომარეობას, საერთაშორისო დონეზე ძალიან მაღალი შეფასება ჰქონდა“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ევროპელ პარტნიორებს და საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

-„საქართველოს ევროსაბჭოში თავმჯდომარეობას, საერთაშორისო დონეზე ძალიან მაღალი შეფასება ჰქონდა.

ეს ექვსი თვე იყო ძალიან წარმატებული, მიუხედავად გლობალური პანდემიისა. საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასება. მინდა, ჩვენს თითოეულ ევროპელ პარტნიორს მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრს ასეთი ნაყოფიერი და ეფექტური საქმიანობისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები