საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს მასპინძლობს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მსოფლიოში ცნობილი სინათლის ფესტივალი ტარდება. ფესტივალი საქართველოში პირველად იმართება.
ორდღიანი ფესტივალი 5 ივლისს, 19:00 საათიდან გაიხსნა. საფესტივალო აქტივობები, ხვალ, 6 ივლისსაც იგივე დროს გაიმართება.
ფესტივალი თეატრალიზებული, ცეცხლოვანი შოუთი გაიხსნა, ღონისძიების ფარგლებში, ბაღი სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით გაფორმდა. ღონისძიებაზე სანახაობრივი, შთამბეჭდავი გარემო შექმნეს მოწვეულმა დიჯეიმ, ჟონგლიორებმა და აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტებით წარმოდგენილმა მუსიკოსებმა.
თბილისის სინათლის ფესტივალში მონაწილეობას ცნობილი კომპანიები იღებენ და დამთვალიერებელს საინტერესო სანახაობას სთავაზობენ.

 

კომენტარები