საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისგან 12 ერთეული სპეცტექნიკა და 35 ავტობუსი გადაეცა

შეჯავშნული სპეცტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარებისთვის. აღნიშნული ტექნიკა თავდაცვის ძალებმა “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების” ფარგლებში უმსხვილესი თურქული კომპანიებისგან შეიძინა. თურქეთში ჩემი ვიზიტის დროს გაფორმდა მეორე გრანტის ხელშეკრულება, ჯამში 20 მილიონი დოლარის ოდენობით, რომლის ათვისებაც უკვე მომავალი წლიდან დაიწყება. ეს არის თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. მადლობას ვუხდი საქართველოში თურქეთის ელჩს, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს, რომლის აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა ეს პროექტი.

წყარო:  https://www.facebook.com/GaribashviliOfficial/posts/3520317831392601?__cft__[0]=AZXxdvwYU226epvg4GlYeut6cqD23nPH149ANbx7Mq26l8_l4nW–

კომენტარები