საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ორ ქართველს აქვს მიღებული ეს ჯილდო! – ხათო ბარათაშვილი:

– “ძალიან სასიხარულო და მაგარი ამბავი მოხდა და წესით მთელი საქართველო უნდა ვხარობდეთ და ვამაყობდეთ:
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა. ეს ის ტიტულია, რომელსაც ვერც ფულით და ვერც ჩაწყობებით რომ ვერ მიიღებ – არამედ მხოლოდ დამსახურებით!
საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ორ ქართველს აქვს მიღებული ეს ჯილდო: დიმიტრი ამილახვარს და ახლა უკვე ბატონმა ბიძინამ მიიღო დამსახურებულად.
ახლა კი რა მინდა რომ ვთქვა! სხვა ქვეყნის მეთაურები და საზოგადო მოღვაწეები უნდა გვასწავლიდნენ საამაყო ქართველის დაფასებას? რამდენი რამ აქვს ამ ოცი წლის განმავლობაში გაკეთებული მთელი ქვეყნისთვის? ეს ტიტულიც მარტო ბ-ნ ბიძინას ჯილდო ხომ არ არის, ეს მთელი ქვეყნის ჯილდო და სახელია. ჩვენ კი რითი ვპასუხობთ? – უმადურობით, დაუნახაობით და ლანძღვით. ამიტომ მანამ არაფერი გვეშველება, სანამ ერთმანეთის დაფასებას და გატანას, სანამ ერთმანეთის სიხარულის გაზიარებას არ ვისწავლით.
ძალიან მიხარია და იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინას მიერ განათლებაში ჩადებული თანხა შედეგს გამოიღებს და მომავალი თაობა იქნება განათლებული და ჭეშნარიტ ფასეულობებზე აღზრდილი და არ იქნება დამოკიდებული ფულიან მამიკოებზე და ნაცნობ-მეგობრებზე.
ხოლო რაც შეეხება მასმედიის ზოგიერთ წარმიმადგენელს – აი, მანდ სამწუხაროდ მართლა ფსკერს დაბლა ვართ.
მე (სიტყვაზე ვამბობ) არც ,, ქოცი” ვარ და არც ,,ნაცი” და მინდა ობიექტური ინფორმაციის მიღება, ჩავრთე ნოდარ მელაძის გადაცემა (მე არ ვიცი ხომ ტყუილს იტყვის თუ მართალს?!) და ისეთი ისტერიკით და ხმის ტემბრით იწყებს, რომ ორი წუთი ვერ ვუძლებ და ვთიშავ. გადართავ გვარამია-გაბუნიას არხზე და რაც კი საამაყო გვაქვს ქართველებს – მათ ყველაფერი წაბილწული აქვთ.
მთელი ევროპა რომ გადმოცემს ამ მაგარ ამბავს და შენ ცდილობ სხვა მოვლენებით გადაფარო – იმიტომაც ხართ სადაც ხართ, ანუ ფ ს კ ე რ ზ ე!!!
კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ბიძინას და მთელ საქართველოს საუკუნის ამბავს, რომელიც ასევე თითოეული ქართველის და ემიგრანტის ჯილდო და სახელია.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მიხარია და ვამაყობ!”
– წერს ქართველი ემიგრანტი ხათო ბარათაშვილი
კომენტარები