„საქართველოს იქნება იმ ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც გაიხსნება საზღვრები. ჩარტერული რეისები ისეთი დოზით და რეგულარულობით გვექნება, რომ ეს ძალიან“ – ნათია თურნავა

-„ევროკავშირის სიაში ყოფნა არის საქართველოს მთავრობის მუშაობის შედეგი, სწორედ ამიტომ არის მოლოდინი, საქართველოს იქნება იმ ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც გაიხსნება საზღვრები.

ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ეს სია გადაიხედება, შეიძლება ქვეყანა დაემატოს, შეიძლება ქვეყანა მოაკლდეს. შესაბამისად, ჩვენ იმ პირობით დავრჩებით ამ სიაში, თუ კვლავინდებურად, ეფექტურად დავიცავთ ჩვენს მოსახლეობასა და ვიზიტორებს. აქედან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, არც ერთ ვარიანტში არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ ახლავე, უახლოეს პერიოდში, სტიქიურად, როდესაც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, გავხსნათ ფრენები. უკვე მოგახსენეთ,  600 ფრენა გვქონდა კვირაში შარშან, რაც ძალიან კარგი იყო და ტურიზმი ვითარდებოდა. ჩარტერული რეისები ისეთი დოზით და რეგულარულობით გვექნება, რომ ეს ძალიან კომფორტული იქნება, როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

ჩარტერული რეისები ისეთი დოზით და რეგულარულობით გვექნება, რომ ეს ძალიან კომფორტული იქნება, როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები