საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შვეიცარიის გუნდთან მატჩით დაიწყო.

თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 79:79 დასრულდა. ოვერტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშით 96:88 გაიმარჯვეს.

შესარჩევი ეტაპის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ეროვნული გუნდი 23 თებერვალს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან გამართავს.

კომენტარები