საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაში სერბეთის ნაკრები დაამარცხა.

შეხვედრა ანგარიშით 94-90 დასრულდა.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრი თად მაკფადენი გახდა, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. გიორგი შერმადინმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

შემდეგ მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები უკვე ნოემბერში გამართავს. საქართველოს, როგორც ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული აქვს.

კომენტარები