საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მოთამაშეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურის საუკეთესო ხუთეულში

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი ტურის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორის საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე მოხვდა – თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი.

შერმადინმა თბილისში შვეიცარიის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში 23 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. მაკფადენმა ბელგრადში, სერბეთის ეროვნულ გუნდთან მოპოვებულ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. მატჩი 33 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელების გარდა საუკეთესო ხუთეულში ბელგიელი ჯონათან ტაბუ, ლიეტუველი ეიმანტას ბენძიუსი და რუსი ვიტალი ფრიდზონი მოხვდნენ.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 94:90 მოუგო სერბეთის უძლიერეს ნაკრებს.

კომენტარები