საქართველოს მთავრობამ,  აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა გადასცა

-„საქართველოს მთავრობამ,  აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა გადასცა.

გრიპის ვაქცინაციაზე მიმართვიანობა მაღალი არ არის. რისკ-ჯგუფებში შეყვანილი არიან მასწავლებლები, აცრა მათაც შეუძლიათ. 235 ათასი გრიპის ვაქცინა შევისყიდეთ, თუმცა გრიპის ვაქცინის დოზა გაცილებით მეტი იყო, რადგან, კერძო სექტორს 60-70 ათასი დოზა ჰქონდა შესყიდული. 160 ათასი დოზაა დახარჯული. 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადავეცით. ასევე აიცრა ჯარი და რისკ ჯგუფები. მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 65 წლიან ასაკთან დაკავშირებით იყო, ყველას შეუძლია აიცრას. სამწუხაროდ, მიმართვიანობა მაღალი არ არის, მით უფრო რომ არის ვაქცინის ხელმისაწვდომობა. არც ერთ წელიწადს გრიპის ამდენი ვაქცინა არ გვქონია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები