საქართველოს მთავრობამ იძულებით აცრა დააკანონა!!! – ორგანიზაცია “ქართული იდეა” განცხადებას ავრცელებს:

პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული იდეა” აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ სავალდებულო ვაქცინაცია (ანუ, იძულებით აცრა) დააკანონა: 
 – “როგორც გაირკვა, გლობალისტების მარიონეტმა პოლიტ-ელიტამ, 2021 წლის ივნისში, გამყიდველი მედიის და ე.წ. ოპოზიციის დუმილის ფონზე, ჩუმათ განახორციელა ცვლილებები ,,საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესახებ კანონში”, რომლის მე-5 მუხლის 1 ნაწილში ვკითხულობთ:
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:
ბ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად;
ვ) სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას;
ზ) ჩაიტაროს პროფილაქტიკური აცრა, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;
პაციენტის უფლებების შესახებ კანონის 23 მუხლში წერია:
2) აკრძალულია ქმედუნარიანი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიანი პაციენტის ნების წინააღმდეგ სამედიცინო მომსახურების განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
ანუ, საკანონმდებლო ბაზა გამზადებულია, ჩანაწერი გაკეთებულია, აღსრულებაზე და იძულებაზე ჯერ თავს იკავებენ, რადგან წინ არჩევნებია და ეკლესიის სინოდალურ განჩინებაშიც აღნიშნულია, რომ აცრა უნდა იყოს ნებაყოფლობითი.
სამწუხაროდ, ეკლესიის განჩინება ამათთვის დაბრკოლებას საერთოდ არ წარმოადგენს, ისევე როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონი ამოქმედეს ნელ-ნელა და ათეულობით ადამიანი დაამწყვდიეს ციხეებში.
ასე იქნება ამ კანონის შემთხვევაშიც – როცა გამპროტესტებლების აქტიურ ნაწილს დაიჭერენ და ხალხის წინააღმდეგობას გატეხენ, მერე აამოქმედებენ სრული მასშტაბით – მერე კი გვიან იქნება!!!
ამიტომ არის აუცილებელი მორწმუნე საზოგადოების ერთობა. (პატიმრების მიმართ სოლიდარობა, ხომ ღვთივსათნო საქმეა და ასი კაცი მაინც რატომ არ მოვიდა 5-6 ივლისის მოვლენებისას დაპატიმრებული ბიჭების მშობლების აქციაზე?.)
ხალხს, რომელიც ყველაზე მეტად იმაზე ზრუნავს – ,,რაი ვჭამო, რაი ვსვა და რით შევიმოსო”, იუვენალურ იუსტიციასაც დაუკანონებენ, ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც და მალე ძალითაც აცრიან…
ჩვენ რომ ღირსეული ერი ვიყოთ, ასეთ ,,კანონშემოქმედ”, მოძალადე და გლობალისტების მარიონეტ ქოც-ნაცურ პოლიტელიტას საკადრის პასუხს ვაგებინებდით, მაგრამ, ახლა იქნებ იურისტები მაინც დასხდნენ და ასეთი ანტიკონსტიტუციური საკანონმდებლო ცვლილება გავასაჩივროთ.
აქტიურმა საზოგადოებამ კი ხმა უნდა აიმაღლოს ხელისუფლების ასეთ ძალადობაზე, თორემ ეს თუ იოლად გაუვიდათ, მერე უარესს იზამენ!”
 – ნათქვამია განცხადებაში
კომენტარები