საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისი რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს” უმასპინძლებს
22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს” უმასპინძლებს.
ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მიზნად ისახავს სადისკუსიო პლატფორმის შექმნას, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
წელს ,,აბრეშუმის გზის ფორუმი” 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლი, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, საინვესტიციო შესაძლებლობები თუ სხვა.