„საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ქვეყანაში უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეების რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა“

-„საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ქვეყანაში უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეების რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა.  ამ მონაცემებით, საქართველოს მსოფლიო ქვეყნებს შორის უკვე ლიდერის პოზიცია უჭირავს.

უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისადმი მიდგომით, დაბრუნებაში ხელშეწყობითა და ადგილზე მათი დახმარების გაწევის საკითხში საქართველო სამაგალითო შეიძლება აღმოჩნდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

შესაძლოა, მომავალში აღნიშნული გამოცდილება საქართველომ სხვა ქვეყნებს გაუზიაროს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ამ დროისთვის, 61 სპეცრეისია შესრულებული.

კომენტარები