” საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურ დაკავებებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ”

„ამ აგრესიას კვლავაც აქვს პირდაპირი და უარყოფითი გავლენა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე. კერძოდ, მოვუწოდებთ რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები, მათ შორის ზაზა გახელაძე და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურ დაკავებებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. კმაყოფილი ვართ, რომ ივლისსა და სექტემბერში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები დადებით გარემოში ჩატარდა. ჩვენ ვემხრობით გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებას. ამ ინსტრუმენტებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დაძაბულობის განმუხტვასა და კონფლიქტით გამოწვეული დარტყმის შემსუბუქებაში.

საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე სრული წვდომის მქონე ეუთოს მისია აუცილებელია დაძაბულობის შესამცირებლად შესაძლებლობების ხელშეწყობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”

– განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა.

კომენტარები