საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას

შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილება, – საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.

ეს ინფორმაცია  მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე.

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი, 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები