საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა

myrugby.ge საქართველოს რაგბის კავშირზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს:

-„საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა. „ბორჯღალოსნების“ თავკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ლევან მაისაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება იოჰანესბურგის კლინიკაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის 19-ის გავრცელების გამო გაუქმდა. ბორჯღალოსნების მწვრთნელი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში მკურნალობს“.

კომენტარები