“საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი”

პაატა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე 27 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.
ეს მე სამმაგად მიხარია: როგორც ქართველს, ერთი მხრივ, როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელ წევრს, მეორე მხრივ, და ბოლოს, როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ლოგოს ავტორს.
ამ ლოგომ გაიმარჯვა 2005 წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და დამტკიცდა კიდეც ბორჯომი-2014-ის ლოგოდ, მაგრამ 2014 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობის უფლება ბორჯომმა ვერ მოიპოვა და აი, წლების შემდეგ ამ ლოგომ მეორე სიცოცხლე შეიძინა, გარკვეული მოდიფიკაცია განიცადა და 2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ემბლემად იქცა.”

კომენტარები