საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.

ბიძინა გუჯაბიძეს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ის გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

ბიძინა გუჯაბიძე 1956 წლის 24 თებერვალს დაიბადა, 2004 და 2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი.

კომენტარები