საქართველოს პარლამენტისა და სამაჩაბლოს საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

საქართველოს პარლამენტისა და სამაჩაბლოს საფეხბურთო გუნდებს შორის, „ჯანსაღი ცხოვრების წესის” კამპანიის ფარგლებში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ამხანაგური მატჩი გაიმართა. მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

„სპორტი ადამიანებს აერთიანებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზით, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ხიდების აღდგენით შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები