„საქართველოს პიკი არ ჰქონია, ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება, რაშიც მთელი მსოფლიო იმყოფება“ – ეკატერინე ტიკარაძე

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს, რომ ქვეყანამ პიკი გადალახა, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ინფიცირების ახალი შემთხვევები.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა:

-„იმ პერიოდში, როდესაც ბევრად მეტი, დღეში 20-30 ადამიანის დაინფიცირება ხდებოდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ამ პერიოდის გავლის შემდეგ, მაისის დასაწყისში გვექნებოდა გამოჯანმრთელებულთა მეტი რაოდენობა. ვინაიდან წინა პერიოდში დაინფიცირებულთა მეტი რაოდენობა იყო. ეს ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ეს ეპიდემიის გავრცელებასთან ნაკლებად არის დაკავშირებული, უფრო მეტად დაკავშირებულია იმ წინა პერიოდთან, რომლისგანაც დღევანდელი გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გამომდინარეობს.

საქართველოს პიკი არ ჰქონია, ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება, რაშიც მთელი მსოფლიო იმყოფება.

შეკითხვაზე, ბოლნისის შემთხვევებიდან გამომდინარე, იყო თუ არა ნაჩქარევი შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნა და მოსალოდნელია თუ არა უკვე გაუქმებული ზოგიერთი შეზღუდვის თავიდან ამოქმედება, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა:

ეს უბრალოდ, კვლავ გვიჩვენებს, რომ ბოლნისის რაიონში ჯაჭვი გაწყვეტილი არ არის და ის უფრო მეტად ღრმა კვლევას საჭიროებს“.

კომენტარები