საქართველოს პრეზიდენტი ომის ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ომის ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

„სახელმწიფო იმით ფასდება, საკუთარ ჯარს როგორ უვლის და პატივს სცემს. ჯარის მიმართ დამოკიდებულება კი აისახება პირველ რიგში ვეტერანთათვის სახელმწიფოს მიერ შექმნილ პირობებში, საზოგადოებისგან მათ დაფასებაში. გილოცავთ ვეტერანთა დღეს“.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები