საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.
„გულითადად ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას. საქართველო თქვენში ხედავს ევროპას, რომელიც ყველას გვჭირდება. მოუთმენლად ველი უახლოეს მომავალში ჩვენს სამუშაო ურთიერთობებს“ – წერს ტვიტერზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის და საქართველოს კავშირების შემდგომი განმტკიცების და ჩვენს ურთიერთობებში დიდი მიზნების მისაღწევად“ – წერს მამუკა ბახტაძე.
ევროპარლამენტმა 383 ხმით 327-ის წინააღმდეგ ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩია გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ის ახალ თანამდებობას ოფიციალურად 1 ნოემბრიდან დაიკავებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე შეცვლის ლუქსემბურგელ პოლიტიკოსს, ჟან-კლოდ იუნკერს, რომელიც ევროკავშირის მთავარ აღმასრულებელ ორგანოს 2014 წლის 1 ნოემბრიდან ხელმძღვანელობს.

კომენტარები