„საქართველოს პრეზიდენტმა ბევრჯერ გააოცა საზოგადოება საკუთარი გადაწყვეტილებებით. მინდა, ვიფიქრო, რომ თავისი გაგებით დადებითი მოტივები ამოძრავებდა“ – რომან კაკულია

-„საქართველოში ნებისმიერი მოქალაქე, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, ეს იყო დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი, ვისაც ახსოვს ეს ყველაფერი, გამორიცხულია, დაარწმუნო, რომ ეს ორი ადამიანი ახლა არის პოლიტპატიმარი. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელია.

ადამიანის უფლებები სხვადასხვა კულტურაში აღიქმება სხვადასხვანაირად. ჩვენი კულტურის პირობებში, ადამიანები ადამიანების უფლებებს, ამ შემთხვევაში პოლიტპატიმარს, აღიქვამენ სულ სხვაგვარად, შეიძლება არა ისე, როგორც ეს შეიძლება მოხდეს ისლანდიაში ან შვეიცარიაში. თვითონ ამ ადამიანებს, ვინც ახლა ციხეში იყვნენ, 2012 წლიდან მთელი პროცესების გაანალიზების გარეშე არავინ არ აღიქვამს.

ეს კუბილიუსს არ ემახსოვრება, არც რომელიმე ამერიკელ სენატორს, თუ შენ ამ ამბავს ახლა იმ სენატორს მიუტან კონტექსტის გარეშე, იმ გაგებით, როგორც მაგალითად ისლანდიისა თუ შვეიცარიის კულტურა იცნობს, შესაძლოა, გაყიდო ეს წარმატებით, მაგრამ ეს პირველ რიგში უნდა ჰკითხო საქართველოს მოსახლეობას.

საქართველოს პრეზიდენტმა ბევრჯერ გააოცა საზოგადოება საკუთარი გადაწყვეტილებებით. მინდა, ვიფიქრო, რომ თავისი გაგებით დადებითი მოტივები ამოძრავებდა, რადგან უფლება არ მაქვს, სხვა რამ ვიფიქრო. საზოგადოება თუ ვერ გაგიგებს შენ, მაშინ თუ კუბილიუსი, მთელი დასავლეთი თუ აღმოსავლეთი ამას დადებითად მოეკიდება, ეს ძალიან კარგია. თუმცა, საზოგადოებას თუ არ მივეცით შეგრძნება, რომ ჩვენ სახელმწიფო ვართ, უნდა ვიყოთ ძლიერები და მერე სხვებიც გვცემენ პატივს, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს ან რისთვის გვინდა პოლიტიკა? ჩემი აზრით, ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს ვერც უწოდებ ოპოზიციას, რადგან ისინი კი არ ოპონირებენ, არამედ ისინი მტრობენ. მათ იციან, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ ექნებათ და ეს ჩანს მათ ტექსტებში“, – განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ.

საქართველოს პრეზიდნეტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს გადაწტყვეტილება არავის ზეწოლით და მითითებით არ მიუღია. აღნიშნა, „ორ დამნაშავეს ქვეყანას ვერ გადააყოლებს”

კომენტარები