საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი 23:6 დაამარცხა – „ყველაზე პრინციპული მეტოქე – რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა!“

ქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი 23:6 დაამარცხა. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რუსეთს კალინინგრადში დაუპირისპირდა.

მომდევნო კვირას, ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მეოთხე ტურში რუმინეთს უმასპინძლებენ, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრის 30% დაესწრება.

-„გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე პრინციპული მეტოქე – რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა! ჩვენს “ბორჯღალოსნებს” მომავალ მატჩებში წარმატებას ვუსურვებ!“ – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში გამარჯვებას ულოცავს.

-„გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს! ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს და თავიანთი წარმატებით კიდევ ერთხელ გაახარეს საქართველო. ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს, ვულოცავ მთელ საქართველოს“, – წერს კახა კალაძე.

კომენტარები