საქართველოს რკინიგზა – „ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია“

საქართველოს რკინიგზაში გემოეხმაურნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქციას, რომელიც ნიქოზში სამგზავრო მატარებლის მოძრაობის აღდგენის მოთხოვნით გამართეს:

-„ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია, – ამის გამო საკმაოდ მაღალია „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკი.

პანდემიის შემდეგ, საქართველოს რკინიგზამ 15 ივნისს მაგისტრალური მიმართულების მატარებლების მოძრაობა ახალი სარკინიგზო რეგულაციების თანახმად განაახლა.

საქართველოს რკინიგზა რეისებს ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს. რაც შეეხება საგარეუბნო მატარებლებს, ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია და შესაბამისად, საკმაოდ მაღალია „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკი“.

ნიქოზში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ნიქოზი-თბილისის მატარებლის მოძრაობის აღდგენას ითხოვდნენ.

-„ტრანსპორტის ამ საშუალებით სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, მათ შორის სტუდენტები და თბილისში დასაქმებულები, ასევე ძირითადად მატარებლით ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დედაქალაქში ჩატანა. მგზავრობის საფასური მოსახლეობისთვის ძალიან მისაღები იყო“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით,  თუ მატარებლის მოძრაობა უახლოეს პერიოდში არ აღდგა, საპროტესტო აქციების ამ მოთხოვნით გაგრძელდება.

კომენტარები