საქართველოს საელჩო იაპონიაში ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი ტაიფუნის მოახლოებაზე აფრთხილებს
საქართველოს საელჩო იაპონიაში ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი ტაიფუნის მოახლოებაზე აფრთხილებს. მოქალაქეებს სთხოვს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
საჭიროების შემთხევავში, მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე შეეძლებათ: +81 70 3180 560
ტაიფუნი კუნძულ ჰონშუზე 12-13 ოქტომბერს არის მოსალოდნელი.