„საქართველოს საზოგადოება გახლავთ ყვითელი მედიასივრცის უბრალო მძევალი. არ არსებობს ქვეყანაში“

-„საქართველოს საზოგადოება გახლავთ ყვითელი მედიასივრცის უბრალო მძევალი.
არ არსებობს ქვეყანაში ელემენტარული ფასეულობა, რისი გამოშიგვნაც და გამომძორებაც ვინმეს არამორალურად ან არდასაშვებად მიაჩნდეს
სულერთია ვინაა ის ვინმე,
რელიგიის ან მედიის ან პოლიტიკის და საერთოდ საზოგადოების ცნობადი სახე არ დარჩა ქვეყანაში, რომელიც ამ საშინელ მარაზმს ამხელდეს.
თუკი ვინმემ ამხილა რაიმე
ამხელს მხოლოდ პარტიულ პიროვნული მიკერძოებით
არადა
ტერორისტსაც რომ ადამიანის უფლებები აქვს
ამ დონის ადამიანობას არავინ ნატრულობს
მაგრამ,
უბრალოდ ადამიანური და ადამიანის უფლებების დაცვა,
უბრალოდ ადამიანის ცხოვრების არ გამძორება და არ გამოშიგვნაა სანატრელი….
ყველაზე საშინელება იცით რაა?
ის ადამინები, რომლის მიმართაცაა ეს სიტყვები ნათქვამი,
გაკვირვებით იჩეჩავენ მხრებს და საკუთარ თავს ეუბნებიან
,,ჟურნალისტი ვარ და ეს არაა ჩემი მოვალეობაო,,?
,,უფლებადამცველი ვარ და ეს არაა ჩემი მოვალეობაო,,?
,,პოლიციელი ვარ და ეს არაა ჩემი მოვალეობაო..?
,,ექიმი ვარ და ეს არაა ჩემი მოვალეობაო,,?
და ასე შემდეგ…
რაა დამიანის უფლება, თავისუფლება, ფასეულობა,
აი ეს რომ არც კი ესმით,
აი ესაა საშინელება
და მერ ვამბობთ და ვგოდებთ,
არჩევნები არაცივილიზებულად ჩატარდაო“- წერს გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები