მედეა ჩხაიძე: საქართველოს საზღვრების რუკა, რომელიც დღესაც აშინებს მტრებს, ანუ ტრაგიკული ბედი ევსევი ბარამიძისა…

რამდენი წელია არ მასვენებს აზრი იმის შესახებ, რომ თითქმის უკვალოდ გაქრა საქართველოს კეთილდღეობისათვის სიცოცხლედახარჯული პიროვნების   ე ვ ს ე ვ ი   ნ ი კ ი ფ ო რ ე ს -ძე

ბ ა რ ა მ ი ძ ი ს   სახელი. არადა, მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის  ეს ფურცელი აუცილებლად უნდა დაიწეროს. ამ წერილის მიზანიც ეს არის.. იმედი მაქვს, მისი წაკითხვა   დაინტერესებულ მკითხველს, აღუძრავს სურვილს მოგვაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია ამ  პიროვნების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.  ინფორმაციას და მასალებს ( რუკა, ფოტოები, წერილები), რომლებიც ინახება  ევსევი ბარამიძის ოჯახში და მის ახლო ნათესავებთან, მომდევნო წერილებში  შემოგთავაზებთ.

ამ წერილის დაწერის სურვილი უფრო გამიცხოველდა 1996 წელს, როდესაც გამოიცა და წავიკითხე ი ვ ა ნ ე   ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ს – „ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს   ს ა ზ ღ ვ რ ე ბ ი „  (საგამომცემლო ფირმა „დეგი“. ყდის  შიდა გვერდზე ვიხილე ფოტოასლი „ ივანე ჯავახიშვილი- საქართველოს საზღვრები. ტფილისი, სახელმწიფო სტამბა, 1919 . რაღა თქმა უნდა, დავინტერესდი და ამ  წიგნის  პირველი, 1919 წლის გამოცემაც ვიშოვნედა  წავიკითხე. ქვემოთ მოგახსენებთ, თუ რამ დამაინტერესა განსაკუთრებით.

ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფია „ საქართველოს საზღვრები“- 1919 წლის გამოცემა

ყველას მოგეხსენებათ დიდი   ი ვ ა ნ ე   ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ს   დამსახურება ქართველი ერის წინაშე, ამ მხრივ მე არც პროფესიონალი ვარ და არც რამ კომპეტენცია გამაჩნია, რომ რაიმე დავწერო, მაგრამ თვით ბატონი   ი ვ ა ნ ე ს   ბიოგრაფია თუნდაც რამდენიმე წინადადებით რომ შეივსოს,, მიმაჩნია, რომ ამ წერილის დანიშნულება ნაწილობრივ გამართლებული იქნება.ი ვ ა ნ ე    ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი    და   ე ვ ს ე ვ ი   ბ ა რ ა მ ი ძ ე   მეგობრები   იყვნენ, ამასთან, დიდი საქმიანი  ურთიერთობა  აკავშირებდათ.

ივანე ჯავახიშვილი   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს   ს ა ზ ღ ვ რ ე ბ ი ს   შესახებ

„სახელმწიფოებრივს ერთეულს თავისი აუცილებელი მოთხოვნილება და არსებობის პირობები აქვს, რომელთა შორის საპატიო  ადგილი საზღვრებს უჭირავს. საქართველოს საზღვრების საბოლოვო მოხაზულობის გამორკვევის დროს ქართველ ერსა და მის მთავრობას შეუძლიან მხოლოდ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით იხელმძღვანელონ.

„ამიტომ ქართველი ერი და მისი მთავრობა შთამომავლობისა და მისი ისტორიის წინაშე მოვალეა თავის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი საზღვრების მოხაზულობას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს და ფხიზელ დარაჯად ედგეს, ეს არც ძმობა-ერთობას და არც კეთილმეზობლობას დაუშლის იმათთან, ვინც მართლაც ძმობაზე და მეზობლობაზე ფიქრობს და ქართველ ერსაც ყოველგვარ მოსალოდნელ ხიფათისაგან გადაარჩენს“

ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფია „ საქართველოს საზღვრები“- გამოცემა მოამზადა და ბოლო სიტყვაობა დაურთო დურმიშხან ცინცაძემ (1996 წლის გამოცემა)

   „ქართველი ერის დიდი მეისტორიისა და უბადლო მოამაგის ივანე  ჯავახიშვილის მცირე მოცულობისა და უდიდესი მნიშვნელობის წიგნი „საქართველოს  საზღვრები „ (ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული) 77 წლის   / დღეს უკვე  პირველი გამოცემა 80 წლის, ხოლო მეორე გამოცემა- მიძღვნილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების  120 წლისთავისათვის-  1996  წელს / გამოიცა და დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს.

წიგნის მნიშვნელობა მაშინაც ერთობ დიდი იყო და არანაკლები გახლავთ დღესაც. სწორედ ამან გაგვაბედინა მისი სრულყოფილი გამოცემა, რაც იმაში გამოიხატება, რომ წიგნს თანდართული აქვს  ივანე  ჯავახიშვილისეული „საქართველოს საზღვრების რუკა“ ქართულ და ფრანგულ ენებზე, რომლებიც იმდროინდელ გამოცემას, სამწუხაროდ , არ ახლდა. როგორც წიგნის ბოლოსიტყვაობაში ივანე  ჯავახიშვილი აღნიშნავს რუკის ქართული ვარიანტი მონოგრაფის  წერია მონოგრაფის და არა მონოგრაფიას-შესაძლოა იგულისხმება რუკა მონოგრაფიის დამწერის  რედაქტორობით .  თან უნდა დართვოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო  ეს ვერ მოხერხდა. ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე მოღწეულ წიგნის თითებზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებში რუკა არც ერთს რომ არ ახლავს, ეს შეიძლება დაბეჯითებით ითქვას  სამწუხაროდ, 1919 წლის გამოცემის ბოლოსიტყვაობაში ეს ინფორმაცია ვერ მოვიძიე ?!.. ესეც „კურიოზი „ ხომ არ არის? . თუ რამ გამოიწვია ასეთი კურიოზი, ამას ჩვენ ქვემოთ განვმარტავთ და, ვფიქრობთ, ამით ბოლო მოეღება ამ საკითხთან დაკავშირებულ  გაურკვევლობას. როგორც სჩანს, დრო და დრო ეს საკითხი თავს იჩენდა ხოლმე ! ( რომ არ ეჩინა, ხომ სულ  „წყალწაღებულნი“ ვიქნებოდით ). სად?! , რა ასპექტში?!!, ვის მიერ მიერ წამოიჭრებოდა ხოლმე და როდის?! არის თუ არა საქართველოსათვის ისტორიულად მნიშვნელოვანი ყველაფერი, რაც ამ საკითხს ეხება?!

„ წიგნის 51-ე გვერდზე ივანე ჯავახიშვილი წერს: „ ამ მონოგრაფიას დართული აქვს რუკა, რომელიც გამზადებულია სამხედრო სამინისტროს ტოპოგრაფიული განყოფილების მიერ, რისთვისაც მის უფროსს გენ. ან. ბენაშვილს და ტოპოგრაფიულს განყოფილებას დიდს მადლობას მოვახსენებ. ბათუმი-კონსტანტინეპოლი.1919 წ. იანვარი-მარტი“.

რომელი წიგნია ნაგულისხმები? 1996 წლის გამოცემა მხოლოდ 48 გვერდიანია, 1919 წლის გამოცემა  61 გვერდიანია, მაგრამ არც 51-ე  გვერდზე  და არც ბოლოსიტყვაობაში ეს აბზაცი საერთოდ არ წერია?! რა და როგორ გავიგოთ?

„ვიდრე საკითხის გარკვევას დავიწყებდეთ, საჭიროდ ვთვლით ერთი წიგნის მიმართ შენიშვნის გაკეთებას, რომელიც ჩვენს გასარკვევ საკითხთან უშუალოდ არის დაკავშირებული. 1989 წელს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირმა აკაკი ბაქრაძის რედაქტორობით 100 ათასიანი ტირაჟით გამოსცა „ ისტორიული  პარიტეტები „, რომელშიაც ორი ცნობილი ავტორის ნაშრომებთან ერთად შეტანილია ივანე  ჯავახიშვილის „საქართველოს  საზღვრები“, აქ გამოქვეყნებული ნაშრომის ბოლოსიტყვაობიდან მთლიანად ამოღებულია ჩვენ მიერ ზემოთ დამოწმებული ივანე ჯავახიშვილის მადლიერების სიტყვები, რაც უშუალოდ საქართველოს ისტორიული რუკის დამზადებას შეეხება. ასეთი შეცდომა, ცოტა არ იყოს, უხერხულია, მით უმეტეს, რომ იგი დიდ ივანე  ჯავახიშვილს ეკუთვნის და ასეთ სერიოზულ საკითხს შეეხება ( ამის დასტურად იხ. მითითებული ნაშრომი გვ. 61).  მე-3 აბზაცის წაკითხვამ უღრმესი მადლობის გრძნობით განმაწყო აღნიშნული წიგნის გამო 45, 46 და 47-ე გვერდების დამწერის ბატონ  დურმიშხან   ცინცაძის მიმართ !!! როგორც იქნა, პირადად ჩემთვის ერთი საკითხი გაირკვა ! სავსებით ვეთანხმები ბატონ დურმიშხანის გამონათქვამს: “ ასეთი შეცდომა, ცოტა არ იყოს, უხერხულია, მით უმეტეს, რომ იგი დიდ   ივანე  ჯავახიშვილს ეკუთვნის და   ასეთ სერიოზულ საკითხს შეეხება.”

ამასთან, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვვარაუდობ, რომ  დიდი ივანე  ჯავახიშვილი ევ. ნ. ბარამიძესაც უხდის მადლობას, რამეთუ საუბარია  რუკაზე, რომელიც შედგენილი და შესრულებულია   ე ვ ს ე ვ ი   ნ ი კ ი ფ ო რ ე ს – ძ ე   ბ ა რ ა მ ი ძ ი ს  მიერ  ი ვ ა ნ ე    ჯა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ს   რედაქციით.

თუ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა, გასაგებია ისიც, თუ რატომ არ მოიხსენიებს ივანე  ჯავახიშვილი    ვსევი  ბარამიძეს ოფიციალურად გაცხადებულ მადლობის სიტყვებში- რუკის  და ევ.ნ. ბარამიძის, გარკვეულ პერიოდამდე დაფარვისა და  დაცვის  მიზნით. მით უმეტეს, რომ, როგორც ლიტერატურული წყაროდან ირკვევა, ევ.ნ. ბარამიძე საფუძვლიანად იყო დაკავებული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან  რგოლში.

ევსევი ბარამიძის მონაწილეობით ყარსის მოგებული ბრძოლის შემდეგ გადაღებული ფოტო, ევსევი ბარამიძის წარწერის თანხლებით: „ღმერთს მადლობას შევწირავთ ომის შემდეგ, ალაჰვერდის მინდორ-ველში“

 

   რადგან ცნობილია, რომ მონოგრაფიის პირველ გამოცემას ეს რუქა არ ჰქონდა დართული, სავსებით ნათელი ხდება, თუ რატომ არ ახსენებს ბატონი  ივანე  ჯავახიშვილი ევ. ნ. ბარამიძეს.

   „ ივანე  ჯავახიშვილის წიგნში „ საქართველოს  საზღვრები „, სამწუხაროდ აღნიშნული არ არის არც  წიგნის და არც რუკის   ტირაჟი. ჩვენამდე მოღწეულ და სათუთად  შემონახულ ივანე  ჯავახიშვილის  მონოგრაფიის არც ერთ ეგზემპლარს, როგორც ავღნიშნეთ, რუკა თან არ ახლავს. იბადება კითხვა, რაიმე მიზეზის გამო მონოგრაფიის გამოცემის შემდგომ ხომ არ დაიბეჭდა ეს რუკა ? ჩვენი დაკვირვებით, აქ ასეთ  „კურიოზს“ ჭეშმარიტად უნდა ჰქონდეს ადგილი. აი რა გვაძლევს ამ დასკვნის გაკეთების  საფუძველს: „საქართველოს საზღვრების რუკას“ აქვს ავტორისეული   პირობითი  ნიშნები: მთები, რკინის გზები, ყოფილი რუსეთის იმპერიის საზღვარი, საქართველოს სახელმწიფო ისტორიული საზღვარი, სომხების მოთხოვნილებისამებრ და საქართველოს საზღვარი რუსეთთან ხელშეკრულების დადების დროს“. იგივე კითხვა ბევრად ადრე, ვიდრე წავიკითხავდი „საქართველოს საზღვრებს“  დამებადა მეც.

   „როგორც ცნობილია, მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის მიმდინარეობდა ქალაქ მოსკოვში 1920 წლის 28 აპრილიდან 6 მაისამდე; იგი ძალაში შევიდა მეორე დღესვე და ისტორიაში ცნობილია, როგორც რუსეთ-საქართველოს 1920  წლის 7 მაისის  ხელშეკრულება. ამ ხელეკრულების  მესამე და მეოთხე მუხლებში ლაპარაკია სწორედ საქართველოსა და რუსეთს შორის დასამტკიცებელ სახელმწიფო საზღვარზე. აქედან გარკვევით ჩანს, აღნიშნული რუქა შედგენილი თუ არა,შესწორებული მაინც უნდა იყოს ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სხვანაირად ბოლო პირობითი ნიშანი, რომელიც რუკაზეა აღნიშნული, არ შეიძლებოდა ავტორს მოეცა. და თუ ეს ასეა, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ივანე  ჯავახიშვილის მონოგრაფია  „საქართველოს  საზღვრები“ 1919 წელს რუკის გარეშე გამოიცა, ხოლო უფრო გვიან, 1920 წლის 7 მაისის შემდგომ პერიოდში, აღნიშნულმა სამხედრო ტოპოგრაფიამ ან. ბენაშვილის ხელშეწყობით მაინც მოახერხა მისი გამოცემა. ვფიქრობ, შემდგომში ამან განაპირობა ის გაურკვევლობა, რაც აღნიშნული  რუკის ირგვლივ შეიქნა.

  სავსებით სწორად და შესანიშნავად წერს ბატონი  დურმიშხანი: შეიძლება ვინმეს დაებადოს ასეთი კითხვა, რატომ თვით ბატონმა  ივანე  ჯავახიშვილმა  ადრევე ვერ მოახერხა ამ ფაქტის აღნიშვნა, წერილობითი ახსნა-განმარტების მიცემა? იმიტომ, რომ ეს მონოგრაფია საბჭოთა ხელისუფლების მიერ ხომ ათეული წლების მანძილზე ტაბუდადებული იყო და აბა ვინ ჭკუათმყოფელი გაბედავდა მაშინდელი კომუნისტური რეჟიმის დროს მასზე სიტყვის დაძვრას?! 

ოჯახიდან კარგად ვიცი (ევ .ნ. ბარამიძე დედაჩემის-ქეთევან ნიკიფორეს ასულ ბარამიძის მკვიდრი ძმა იყო, ე.ი -ჩემი ბიძა), რომ ევ. ნ . ბარამიძე  სამხედრო ტოპოგრაფიულ ცენტრში მუშაობდა, მას მჭიდრო  საქმიანი   და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ანდრია ბენაშვილთან.

 

დღეს ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია ცოცხალი და ადვილად გაიხსენებს, როგორი თბილი, მეგობრული სიტყვები წარმოსთქვა ბატონმა ანდრია ბენაშვილმა ევსევი ბარამიძის  დასაფლავების (კუკიის სასაფლაოზე) დღეს. მან ისაუბრა ევსევი ბარამიძის დამსახურების შესახებ, როგორც ქართული შრიფტების ავტორის, როგორც საქართველოს ისტორიული რუკის-„ ნიკოფსიიდან- დარუბანდამდე“ (1923 წ) შემდგენელ-შემსრულებლის შესახებ.

                      

    რატომ  იცავდა  ივანე   ჯავახიშვილი   ევსევი   ბარამიძეს  და რატომ  მტრობდნენ  თვით  დიდ  ივანეს

 

ჩვენს   ხელთაა საქარ5თველოს  სსრ ოქტომბრის რევოლუციისა და სოციალისტური მშენებლობის ცენტრალური საისტორიო არქივის საქმე (ფონდი471, აღწერილობა 19, საქმე 45, ფურცელი 1-333). ესაა სტენოგრაფიული ჩანაწერი დისკუსიისა, რომელიც თითქოს ქართული საისტორიო მეცნიერების მდგომარეობის გასარკვევად ჩატარდა, სინამდვილეში კი მსჯელობის ძირითადი ობიექტი გახლდათ იმდროინდელი ქართული საისტორიო მეცნიერული სკოლის მებაირახტრის   ივანე  ჯავახიშვილის   მსოფლმხედველობრივი შეფასება.

ივანე ჯავახიშვილი

დისკუსია ჩატარდა 1936 წ მარტის ბოლოს და აპრილის თვის პირველ რიცხვებში. აი რას ამბობს დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე  ივანე  ჯავახიშვილის ზემოთდასახელებულ წიგნზე და თვით ავტორზე:     „წინამდებარე მონოგრაფია მხოლოდ საქართველოს საზღვრებს არკვევს ისტორიულად; თუ როგორი მოხაზულობა  ჰქონდა მას წარსულში ან როგორ იცავდა ამ საზღვრებს ქართველი ერი საუკუნეთა განმავლობაში და რანაირად უნდა შემოისაზღვროს  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს     რ ე ს პ უ ბ ლ ი კ ი ს   ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო   ს ა ზ ღ ვ რ ე ბ ი    ამჟამად.. მენშევიზმის ქურქში გამოხვეული პროფესორი   ჯავახიშვილი ცდილობს საზღვრების  დაცვისათვის ყველაფერი შეასრულოს, დათმოს საქართველოს მენშევიკური დამოუკიდებლობისათვის ყოველივე, მაგრამ ის არ ცდილობს  ისე განაზოგადოს, რომ ამით ფარდა ახადოს „მონურ“ სიბნელეს და მენშევიკურ ბუნებას, ერის პოლიტიკური უფლების საკითხი  ჯავახიშვილისათვის საზღვრებია და არა მუშათა კლასის და გლეხობის ბრძოლის ლენინური  სტრატეგია და ტაქტიკა , მათი განთავისუფლებისათვის ექსპლუატატორებისაგან. ბოროტად გაგებული სტალინური დებულება ერთა   თვითგამორკვევის უფლების შესახებ. პროფ  ჯავახიშვილმა ანტიმარქსისტული, ანტილენინური დებულებებით გაჟღენთილი შრომები მოგვცა და მას შემდეგ არ უცდია ეღიარებინა მის მიერ დაშვებული ეს უდიდესი  შეცდომები“ (იხილე მითითებული არქივი, ფურც. 31-35).პირადად მე,  თუ  კი  ამის უფლება მაქვს, და დარწმუნებული ვარ, ბევრ მკითხველსაც დააინტერესებს, დიდი სურვილი და ინტერესი მაქვს გავეცნო საისტორიო არქივის ამ საქმეს :: ფონდი 471, აღწერილობა 19,    საქმე 45. თხოვნით მივმართავ „თბილისის უნივერსიტეტის გაზეთის რედაქციას, თუ კი ეს შესაძლებელია, გაგვაცნოს მკითხველს ეს ინფორმაცია თავისი გაზეთის ფურცლებზე ასევე დიდი თხოვნა მექნება სხვა რედაქციებისადმი, რომლებიც დაინტერესდებიან ამ საკითხით, რაც შეიძლება ღრმად და ვრცლად შეისწავლონ და შემოგვთავაზონ ეს ინფორმაცია თავისი გაზეთის ფურცლებზე. სასურველია თუ საქართველოს რადიო და ტელევიზიაც დაინტერესდებიან ამ საკითხით.  ჩემის  აზრით და ღრმა რწმენით ალბათ უნდა შეიქმნას სპეციალისტებისაგან შემდგარი კომპეტენტური კომისია, რომელიც სათანადო  დონეზე გაეცნობა და შეისწავლის ამ საკითხს, გააშუქებს მკითხველისათვის და შექმნის პირობებს  საქართველოს ისტორიის  ფურცლების შესავსებად.

                            უნიკალური  რუკა და  “ჯილდო” – ციმბირში  გადასახლება

ევსევი ნიკიფორეს ძე ბარამიძის სურათი, გამოგზავნილი მისი დის- ქეთევანისთვის, ანუ დედაჩემისთვის-მ.ჩ. სურათზე წერია „სახსოვრად ევსევისგან“,ოღონდ თუ კარგად დააკვირდებით, ბიძაჩემის სახელში იმავდროულად იკითება სურათის გამოგზავნის წელი-1943

   დისკუსია ჩატარდა 1936 წელს, რის შემდეგაც ბრწყინვალე კარტოგრაფი  ევ. ნ. ბარამიძე ციმბირში 10 წლით გადაასახლეს,

ადამიანი, რომელმაც შეადგინა და საკუთარი ხელით შეასრულა რამდენიმე ეგზემპლარი , 1923 წლით დათარიღებული დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური რუკა. რუკა, რომელსაც ამშვენებს ევ ნ ბარამიძის შესრულებული შესანიშნავი გრაფიკული  ნახატი; რუკა, რომლის რედაქტორია დიდი  ი ვ ა ნ ე   ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი; რუკა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ისტორიის მუზეუმში არის გამოკრული; რუკა, რომელიც ბევრად გადიდებული ( ფოტო ), იგივე უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის ერთ-ერთ კაბინეტში               თითქმის მთელ კედელს იკავებს; რუკა, რომელიც რაღაც გზებით მოუძევია და საგარეჯოში (ჩემი თვალით ვნახე) დანგრეული სკოლის  შენობაში, ინდივიდუალურად, სხვა  ძველ ქართულ ნივთებთან ერთად გამოფენილი ჰქონდა ენთუზიასტ მოხუცს; რუკა, რომელიც  თვით ევ.ნ. ბარამიძის ოჯახშიც ინახება  რუკა, რომელიც  (დანამდვილებით ვიცი)  შემონახული აქვს საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი საქმეთა მმართველის ბატონი  ზურაბ ახვლედიანის (გარდაცვლილია) ოჯახს, მის შვილს დოდო ახვლედიანს; რუკა, რომელიც თბილისის და საქართველოს ამა  თუ იმ კუთხის ერთეულ ოჯახებში რელიქვიად აქვთ და თავს იწონებენ და ამაყობენ ამით; რუკა, რომელიც 1991 წელს გამოიცა მცირე ფორმატით, 10 ათასი ტირაჟით ‘‘პერესტროიკის“ წლებში.                                 ,

 

საქართველოს  საზღვრების  რუკა,  რომელიც დღესაც აშინებს მტრებს

 

                                                  

საფრანგეთში  1919 წელს  გამოცემული   ქართული  რუკა

 

ვკითხულობთ ზემოთ ხსენებული საქმე   N 45 -ის ამონაწერში: …“ერის პოლიტიკური უფლების საკითხი ჯავახიშვილისათვის საზღვრებია და არა …“ და განა რა უნდა იყოს უფრო მაღალი მნიშვნელობის ქართველისათვის, თუ არა საქართველო, მისი საზღვრები, ერი და მისი ერთსულოვნება. დიახ, ივანე ჯავახიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ნებისმიერი გზებით, მოესწრო და დაეფიქსირებინა საქართველოს საზღვრები მოსალოდნელ გასაბჭოებამდე. ამიტომ შეიქნა გაუგებრობა რუკის ირგვლივ, რომელიც აღნიშნული იყო ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფიაში, მაგრამ ამ მონოგრაფიას თან არ ჰქონდა  დართული.

   ვფიქრობ, ამის შემდეგ არ უნდა იყოს საკვირველი, ბატონმა ივანე ჯავახიშვილმა არსად რომ არ აღნიშნა ამ მონოგრაფიისა და საქართველოს საზღვრების რუკის  თავს გადამხდარი მწარე ისტორიის შესახებ.

ევსევი ბარამიძე მეუღლესთან-მარიამ დიმიტრის ასულ ქვლივიძესთნ (ცნობილი ქართველი პოეტის, მიხეილ ქვლივიძის მამიდა) ერთად.

რაც შეეხება ივანე ჯავახიშვილისეული საქართველოს რუკის ფრანგულ ვარიანტს, იგი პარიზშია გამოცემული 1919 წელს და თან ერთვის ვინმე  ა ნ დ ე რ   ი ბ ე ლ ს ი ს მცირე მოცულობის წიგნს „გავათავისუფლოთ   საქართველო „. რუკაზე ვკითხულობთ: გამოცემულია  ლ ო ბ რ ო ს  მიერ..“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიული რუკა უნდა დაფიქსირებულიყო  საზღვარგარეთ, ნებისმიერი გამომცემლის სახელით, საქართველოში ეს რუკები (მათგან 6 რუკა) ინახებოდა სრულიად საიდუმლოდ ევსევი ბარამიძის დის ქეთევანის (დედაჩემის) და კიდევ რამდენიმე უახლოესი ნათესავის ოჯახებში. მე მშობლებისაგან და ბიძაშვილებისაგან ვიცოდი, რომ ევსევი ბიძია ამ რუკის გამო გადაასახლეს ციმბირში 10 წლით  ( 8 წელი დაჰყო მან ციმბირში). რეაბილიტაციის შემდეგ  იგი თბილისში დაბრუნდა და კვლავ დაუღალავად მუშაობდა  ქართველი ერის სასიკეთოდ (შრიფტები, რუკები და სხვ).

გადასახლებიდან თბილისში8 წლის შემდეგ დაბრუნებული, უკვე რეაბილიტირეული ევსევი ბარამიძე

პავლე ინგოროყვამ მას ასეთი წარწერით უსახსოვრა თავისი წიგნი-„გიორგი  მერჩულე“ – „ ჩემს ძვირფას მეგობარს  ევსევი  ბარამიძეს ამ წიგნის რუკების ბრწყინვალე შემსრულებელს გულითადის პატივისცემით. პავლე ინგოროყვა 20..4 1955 წ“, -„პლანტის ქუჩა, 18. რუკის ფრანგულ ვარიანტზე  თითქმის იგივე პირობითი ნიშნებია, რაც ქართულენოვანზე, მხოლოდ ორის გამოკლებით: ერთი: „საზღვარი სომხების მო თხოვნილებისამებრ“, ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის პოლიტიკური თვალსაზრისით; და მეორე „საქართველოს საზღვარი რუსეთთან ხელშეკრულების დადების დროს“, რომელიც რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით დადგინდა და არ შეიძლებოდა იგი აღნიშნულიყო ივანე ჯავახიშვილისეულ ფრანგულენოვან საქართველოს საზღვრების რუკაზე, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად საქართველოს მთავრობის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე-ხელმძღვანელი, წევრები: ირაკლი (კაკი) წერეთელი, ივანე ჯავახიშვილი, ზურაბ ავალიშვილი და სხვები, თან ჰქონდათ 1919 წელს წაღებული პარიზის საერთაშორისო სამშვიდობო  კონფერენციაზე.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფია საქართველოს ისტორიული საზღვრების დასადგენად, დასადასტურებლად  სპეციალურად დაიწერა და გამოქვეყნდა 1919 წელს.ინანე ჯავახიშვილისეული “საქართველოს საზღვრების რუკის“ ქართული ვარიანტი როგორ შეიძლებოდა  მოხვედრილიყო მისივე მონოგრაფიაში, მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულება ცოტა უფრო გვიან, 1920 წლის მაისის დასაწყისში გაფორმდა.

   ყოველივე აქედან გამომდინარე შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ  ივანე ჯავახიშვილის  მონოგრაფია „საქართველოს საზღვრები“ დაიბეჭდა 1919 წელს  რუქის გარეშე, ხოლო თვით რუკის ქართული ვარიანტი გამოცემულია 1920 წლის მაისის შემდეგ /1923 წელს/,, რასაც რუკაზე არსებული პირობითი ნიშანიც გვიდასტურებს.

ერის დიდი მეისტორიის ივანე  ჯავახიშვილის ორივე რუკა დღეისათვის, დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პერიოდში, მეტად საჭირო და უტყუარი დოკუმენტებია. მონოგრაფიასთან ერთად მათი ისტორიული ღირებულება არა მარტო წარსულის აღსაქმელად, არამედ სამომავლოდაც მეტისმეტად დიდი მნიშვნელობის გახლავთ. რამდენადაც ევ.ნ ბარამიძე უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია, აღარავითარი საშიშროება მისი გვარის გამჟღავნებისა არ არსებობს და აუცილებელი და სავსებით  მიზანშეწონილია რუქის რედაქტორის გვართან ერთად რუკის შემდგენელ-შემსრულებლის გვარი მოიხსენიებოდეს ყოველთვის. მითუმეტეს, რომ თვით რუკაზე ევ.ნ. ბარამიძე ისედაც არის აღბეჭდილი. მე მგონი ნებისმიერი ქართველის სურვილს  უნდა ესადაგებოდეს ჩემს მიერ გამოთქმული ეს აზრი.

   /ევსევი ბიძიას გარდაცვალების, წლების  შემდეგ, სხვადასხვა წლებში, მისი შვილების  თ ე ი მ უ რ ა ზ ი ს  (თემის) და  ზ უ რ ა ბ ი ს,   მ ა კ ა  ბიცოლას (ევსევი ბიძიას მეუღლე- მ ა რ ი ა მ  ( მ ა კ ა) დ ი მ ი ტ რ ი ს ას  ქ ვ ლ ი ნ ი ძ ე / ცნობილი ქართველი პოეტის   მ ი ხ ე ი ლ   ქ ვ ლ ი ვ ი ძ ი ს  მამიდა/ და ზოგიერთი სხვა ახლობელი ნათესავის  გარდაცვალების შემდეგ,

განსაკუთრებით 80-იან წლებამდე მაკვირვებდა და არ მასვენებდა კითხვა: თუ კი რუკისთვის გადაასახლეს ევსევი ბიძია,  რატომ 1936 და არა 1919-1925  წლებში?  რატომ, როგორ გადაურჩა  ევსევი ბიძია   დახვრეტას? ხომ დახვრიტეს  ბ ე ნ ი ა მ ი ნ ( ბენია)  ბ ა რ ა მ ი ძ ე (აგრეთვე ჩემი ბიძა) სრულიად ახალგაზრდა იუნკერი  სხვა, ასეულობით იუნკერებთან ერთად 1924 წელს გოლოვინის ( ახლანდელ  რუსთაველის ) პროსპექტზე?! თუ  რატომ არ დახვრიტეს და მხოლოდ გადაასახლეს  ე ვ.  ნ.  ბ ა რ ა მ ი ძ ე, ეს გასაგებია,   იგი ბრწყინვალე  ტოპოგრაფი და კარტოგრაფი იყო, მას სანქტ-პეტერბურგში ჰქონდა მიღებული ბრწყინვალე განათლება, გამოირჩეოდა ბრწყინვალე კალიგრაფიით და საუცხოო გეოდეზისტიც გახლდათ-ასეთი პროფესიონალი იქაც, ციმბირშიც სჭირდებოდათ!  არაერთხელ მსმენია  მაკა ბიცოლასგანაც, რომ ერსევი ბიძიას ციმბირში თავისი  პროფესიის მიხედვით მისცეს საქმე და ამიტომ სხვა გადასახლებულებთან შედარებით მას    „უკეთესი“  პირობები  ჰქონდა  საარსებოდ მუდმივი  თოვლისა და ყინვის ქვეყანაში,სადაც  დღე  არ გავიდოდა, რომ ვინმე რომ არ დაღუპულიყო. საყვარელ მეუღლეზე  და შვილებზე ფიქრმა და დარდმა, მათთან დაბრუნების და მათთან ყოფნის უზომო სურვილმა, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ა დ მ ი   გ ა უ ს ა ძ ლ ი ს მ ა   ნ ო ს ტ ა ლ გ ი ა მ  გადაარჩინა იგი და დაუბრუნა  თავის სამშობლოს  და ოჯახს 8 წლის  გადასახლების შემდეგ.

ციმბირში გადასახლებიდან ევსევი ბარამიძის მიერ გამოგზავნილი ნახატები

ბატონი  დ უ რ მ ი შ ხ ა ნ   ც ი ნ ც ა ძ ი ს   46-ე გვერდის მე-2 აბზაცის სტრიქონებიდან ჩემთვის ნათელი ხდება, თუ რატომ გადაასახლეს ბიძაჩემი    1936  წელს!

მშობლების, ნათესავების ნაამბობის ფრაგმენტების  და ლიტერატურული წყაროების შეჯერებით ჩემთვის სავსებით ნათელი ხდება, თუ, 1936 წლამდე როგორ გადაურჩა  ევსევი ბარამიძე დახვრეტას, ან გადასახლებას!  1936 წლამდე, მის გადარჩენაში,საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ლიდერებთან ერთად უაღრესად დიდი როლი მიუძღვის ბატონი   ი ვ ა ნ ე    ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ს უმნიშვნელოვანეს პოზიციას საქართველოს საზღვრების და საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის  საკითხის მიმართ.

   არ შემიძლია სინანული არ გამოვთქვა იმის თაობაზედ, რომ 1996 წელს, საიუბილეოდ გამოცემულ მონოგრაფიას, დართული აქვს რუკები, რომლებზეც, გასაგებია იმ წლებში რა მიზეზით არ იყო აღნიშნული რუკის შემდგენელ-შემსრულებლის და რედაქტორის გვარი, მაგრამ, ამ მონოგრაფიის 1996 წლის გამოცემაში, როდესაც საქართველოს  იურიდიულად უკვე დაბრუნებული ჰქონდა დამოუკიდებლობა,  სასურველი და ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელი იყო  რუკაზეც და ტექსტშიც, თუნდაც ბოლოსიტყვაობაში, დასახელებული ყოფილიყო რუკის ავტორების გვარი.

   გაგაცნობთ ევსევი ნიკიფორეს ძე ბარამიძის პირდაპირ შთამომავლებს:

 შვილები: თ ე ი მ უ რ ა ზ ი (თემი) და ზურაბი

 შვილიშვილები:   გ ი ა,   პ ა ა ტ ა, ი რ ა კლ ი.

შვილთაშვილიშვილები: დიმიტრი, თეიმურაზი, გიორგი, ირაკლი, სოფიკო  ,ზურაბი.

   ჰყავს  შთამომავლები შვილიშვილი გოგონებისგანაც.

   დე, წაიკითხონ და იცოდნენ, იამაყონ მისმა შვილიშვილებმა! და თუ  დღეს და მომდევნო წერილებით  ჩვენ ვერ შევძელით საქართველოს ისტორიის  ამ ფურცლის დაწერა, დიმიტრიმ, თეიმურაზმა,, გიორგიმ, ირაკლიმ, სოფიკომ და მათმა შთამომავლობამ,

 და საქართველოს ისტორიის სხვა მოამაგეებმა იზრუნონ ამაზე.

 

მედეა ჩხაიძე

     

მედეა ჩხაიძე

საქ ეროვნული აკად.-ის საპ. აკადემიკოსი,

ბიოლოგიურ მეცნ. დოქტორი,

ევსევი ბარამიძის დისშვილი.

 

 

კომენტარები