სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

„ა.წ. 9 ივ­ლისს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ბა­ტონ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ აფხა­ზეთ­თან და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით არც თუ ისე შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლის არას­წორ­მა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ამ ჩვენს ხალ­ხში მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. ამ­გვა­რი და­მა­ხინ­ჯე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა, არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას უწყობს ხელს.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ერ­თგვარ გა­მოწ­ვე­ვად უნდა იქ­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის და გან­ხორ­ცი­ელ­დეს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა, რათა, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ზო­გა­დი ის­ტო­რი­ის, ისე მისი ცალ­კე­უ­ლი ეტა­პე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ენით და­წე­რი­ლი მა­სა­ლაც მსოფ­ლი­ო­ში გა­სავ­რცე­ლებ­ლად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შე­ირ­ჩეს და დრო­უ­ლად ითარ­გმნოს ინ­გლი­სურ, რუ­სულ და სხვა უცხო ენებ­ზე.

ამ პრო­ცეს­ში კი ყვე­ლას შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან დის­კუ­სი­ე­ბი პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო მზად არის, ის­ტო­რი­ულ რე­ა­ლო­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სათ­ვის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი­სა და შეხ­ვედ­რე­ბის მო­წყო­ბა­ში ყვე­ლა მხა­რეს შე­უ­წყოს ხელი“.

კომენტარები