საქართველოს სიმდიდრე – ძამას ხეობა

ძამას ხეობა – 50–მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი და ახალი ეკლესიამონასტრები, ციხესიმაგრეები, კოშკები, გამორჩეული ისტორიული და ბუნების ძეგლები.  ერთ დღეში მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ძირითადი ძეგლების მონახულება შესაძლებელია.

მდინარე ძამას ხეობა მტკვრის მარჯვენა შენაკადს, ქალაქ ქარელთან უერთდება. სიგრძე დაახლოებით 40 კმ.-ია.მდინარის აუზის ფართობი გახლავთ 340 კვ. კმ. და აღემატება აბაშის მუნიციპალიტეტის ფართობს (აბაშის მუნიციპალიტეტის ფართობი 322 კვ.კმ.). მდინარე სათავეს იღებს თრიალეთის ქედიდან, დაახლოებით 2150 . სიმაღლიდანდა უერთდება რამდენიმე მდინარე, მათ შორის ტყემლოვანის წყალიერთერთი ყველაზე დიდი შენაკადი, სათიბე და ბატეთის წყალი.

ძამას ხეობაში ძლიერი ქარი არ ქრის, ჩაკეტილი ხეობაა და მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლე ზღვის დონიდან ზოგიერთ ადგილას 2 000 მეტრამდეც აღწევს,ბუნებრივი პირობები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ეს ტერიტორია მჭიდროდ დასახლებული ყოფილიყო. ამაზე მეტყველებს მრავალრიცხოვანი ნასახლარი, თუ ნაეკლესიარი, რომლის საფუძველზეც ეს ხეობააღორძინდა. ბოლო პერიოდში აქ იმდენად მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს,შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მრავალრიცხოვან ხეობებს შორის ეს ხეობა ყველაზე მეტადაა გამორჩეული ისტორიული ძეგლებით, აღდგენილი თუ ახლადაშენებული ეკლესიების რაოდენობით. ტაძრების ნაწილი აღდგენილია ძველ ისტორიულ ადგილას.

სოფელ ორთუბნის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი კოშკი და დედათა მონასტერი, რომელიც ფუნქციონირებს. გვერძინეთის ტერიტორიაზე აღდგენილია უძველესი ეკლესიამონასტრები. აღსანიშნავია ელბაქიანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამონასტრო კომპლექსი და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სარკინეთის მონასტერი, რომელიც თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით კლდეშია გამოკვეთილი და დღეს აქ წირვალოცვა აღევლინება. სარკინეთის მსგავსი მტკიცე ქანებში გამოკვეთილ გამოქვაბულშიარსებული ტაძარი საქართველოში არ გვხვდება.

ამ რეგიონში ბევრი ტაძარი იმეორებს ისტორიულ ტაოკლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების სახელებს. აქ გვხვდება ტბეთის ეკლესია, რომელიც ყინწვისიდან 20 კმ.–ითაა დაშორებული.აქ არის ბანას, ოპიზას, შატბერდის ტაძრები, რომლებიც ფუნქციონირებენ და სამონასტრო კომპლექსებს წარმოადგენენ. არქიტექტურული თვალსაზრისით ეს ძეგლები განსხვავებულია. ტოპონიმები, რომელიც ტაოკლარჯეთის ტერიტორიაზე გვხვდება, ამ ხეობაში ადრე არ ფიგურირებდა და დღეს ქართველებში გარკვეულ სიამაყეს აღძრავს.

ქოზიფას სამონასტრო კომპლექსი მდინარე ტყემლოვანას ხეობაში მდებარეობს. აქ მცირე ნასახლარები იყო, დღეისათვის კი დიდი მონასტერია. მიმდინარე წლის ზამთარში აქ სენაკები დაიწვა და საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა სამონასტრო კომპლექსს, თუმცა დაწყებულია ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები. ქოზიფას კომპლექსის მთლიანი გეგმა საამაყოა და მალე ერთერთი გამორჩეული კომპლექსი იქნება მთელ საქართველოში.

შუანოს მონასტერი დაახლოებით 1 800 .–ზე მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან. შუანო ძამას ხეობაში ყველაზე მაღალზე არსებული სამონასტრო კომპლექსია. იგი მდებარეობს საავტომობილო გზაზე და ძამას ხეობას გუჯარეთის წყლის ხეობასთან და ბორჯომის რაიონთან აკავშირებს. შესაძლებელია გუჯარეთის ხეობაში გადასვლაც, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს დაცლილია და იქ სამონასტრო კომპლექსები თუ დასახლებული პუნქტები აღარ გვხვდება. ამ გზით ბორჯომის მიმართულებით გადაადგილებაც შესაძლებელია.

ძამას ხეობაში ათეულობით ისტორიულ ძეგლთან ერთად გამორჩეულია ბატეთის ტბა, რომელიც ნასოფლარ ბატეთიდან ახლოს მდებარეობს.მართალია, ბატეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და ბატეთს წითელწიგნში არსებული ძეგლის სტატუსი შენარჩუნებული აქვთ, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივი ძლიერ არის გაჩეხილი, აგრეთვე, მისასვლელი გზის სირთულის გამო წვიმიან ამინდში გადაადგილება შეუძლებელია.

აბუხალოს კომპლექსი კლდეშია ნაკვეთი. მიმდინარე ზამთარს აქ ოთახები ჩამოქცეულა.დაყუდებული ბერი იმ ადგილიდან ხეობაში დაბლა ყოფილა ჩამოსული და შემთხვევით გადარჩენილა ჩამოშლის პროცესში ნანგრევებში მოყოლას. აბუხალოსთან ახლოს არის 25 . სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საინტერესო ბუნების ძეგლს წარმოადგენს. აბუხალოს ხეობით, ძირითადად საფეხმავლო მარშრუტით, შეიძლება მოხვდე საინტერესო მწვერვალზე, რომელსაც ჰქვია ბარძიმჯვარი, საიდანაც კარგად მოჩანს ქართლის ტერიტორია.

ძამას ხეობის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ცხოვრობდნენ ოსები. მათი დიდი ნაწილი ამ ხეობიდან წავიდამცირე რაოდენობით არიან ეკომიგრანტები აჭარიდან, თუმცა სოფლები თუ ნასოფლარები მასობრივად არ გახლავთ დასახლებული. ამავდროულად, მომატებულია საეკლესიო მოღვაწეთა რაოდენობა და თითქმის ყველა მონასტერი მოქმედია. ის სასულიერო პირები, რომლებიც აღდგენილ თუ ახლადაშენებულ მონასტრებში მოღვაწეობენ, ხეობის მკვიდრ მოსახლეობად შეგვიძლია მივიჩნიოთ.“

კომენტარები