საქართველოს ტყეების სიმდიდრის, ანგელოზის ხედ წოდებული – უთხოვარის შესახებ

საქართველოს ტყეების სიმდიდრის, ანგელოზის ხედ წოდებული – უთხოვარის შესახებ.

უთხოვარი მარადმწვანე ხეა, რომლის სიმაღლე 25-დან 33 მეტრამდეა, ხოლო დიამეტრი – 1,5-დან 2,5 მეტრს შეადგენს. გამოირჩევა ნელი ზრდით, სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით და მდგრადი მერქნით. უთხოვარის ყველა ნაწილი, გარდა ნაყოფისა, მომწამვლელია.

ბიბლიაში უთხოვარი ნახსენებია როგორც მცენარე, რომლის მერქნისაგანაც ნოემ კიდობანი ააგო. შესაბამისად, მას ხშირად ანგელოზის ხედ მოიხსენიებდნენ.

მცენარის სახელი თამარ მეფესთანაა დაკავშირებული. ძვირფას სახეობად მიჩნეული უთხოვარის მოჭრის ნებართვას თავად მეფე გასცემდა. რამდენადაც, ხშირად მეფე-ქალის ნება შეუვალი იყო, მცენარეს „უთხოვარი“ შეარქვეს.

ბაწარას ხეობაში, 100 ჰა ფართობზე, შემონახულია თავისი სიდიდითა და პირველყოფილობით გამორჩეული უთხოვრის კორომი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ყავს. სწირედ ბაწარა- ბაბანაურის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება1800 წლოვანი უთხოვარის ხე.

წარსულში, საქართველოში ფართოდ გავრცელებული უთხოვარის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. მცენარე განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს და შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობის აღდგენა-გამრავლებაზე ზრუნავს.

ყოველწლიურად, სააგენტოში მცენარის 1000 მდე კალამი წარმატებით ფესვიანდება, შემდგომში ზრდის ბაქანზე გადადის, 2 წლის ასაკში კი მისი გრუნტში გადარგვაა შესაძლებელი.

 

კომენტარები