საქართველოს უნივერსიტეტის ვებგერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

საქართველოს უნივერსიტეტის ვებგერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

საქართველოს უნივერსიტი განხცადებას ავრცელებს:

„საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა – დაზიანებულია ძირითადი ვებგვერდი, ხოლო დანარჩენი გვერდები გათიშულია ადმინისტრაციის მიერ, პრობლემის სრულად აღმოფხვრის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მავნებლობა განხორციელდა პარასკევს, ალბათ იმ იმედით, რომ შაბათ-კვირას ვისვენებთ – გვსურს ვაცნობოთ ჩვენს სტუდენტებს, რომ ამ წუთებში ვმუშაობთ პრობლემის აღმოფხვრაზე და ვაცნობებთ სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საბედნიეროდ, საქართველოს უნივერსიტეტს ძალას მატებს წარმატებული სტუდენტების და კურსდამთავრებულების დიდი არმია, გამართული სამუშაო სისტემა და მობილიზებული ადმინისტრაცია.

ყველაფერი კარგად იქნება!“.

მანამდე, Youtube-ზე  მიმართვა გავრცელდა, – საქართველოს უნივერსიტეტი საკუთარი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებას „სხვისი უბედურების“ ხარჯზე ცდილობს.

 

კომენტარები